ირაკლი კვირიკაშვილი, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორ-ასისტენტი
საქართველოს კონტროლის პალატაში გავლილი 6-თვიანი სტაჟირება ჩემთვის ნაყოფიერი გამოდგა. სტაჟირების პირველი ეტაპი თეორიულ მეცადინეობას დაეთმო, მეორე კი – პრაქტიკულ მომზადებას, რომლის დროსაც საშუალება მომეცა თავად ვყოფილიყავი ჩაბმული აუდიტის პროცესში და პროფესიონალ აუდიტორებთან ერთად განმეხორციელებინა აუდიტორული საქმიანობა.
გარდა ამისა, კონტროლის პალატამ მომცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო გერმანიაში ჩატარებულ ტრენინგსა და პოლონეთის ქალაქ ვარშავაში გამართულ სემინარში, სადაც შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, ვფიქრობ, პროფესიულ წინსვლაში დამეხმარება.
რაც მთავარია, მოხარული ვარ, რომ კონტროლის პალატამ ჩემზე შეაჩერა არჩევანი. მაქსიმალურად შევეცდები, ნდობა გავამართლო.
შალვა ჯავახიშვილი, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორ-ასისტენტი
სტაჟირება კონტროლის პალატაში გავიარე. ეს ექვსი თვე ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა: შევიძინე როგორც პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ისე სახელმწიფო მოხელისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები; დღეს კი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სამსახურში ამიყვანეს.
ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ქვეყნის სხვა საჯარო დაწესებულებებშიც აქტიურად გამოიყენებენ პერსონალის შერჩევის ისეთ ფორმას, როგორიც სტაჟირებაა.

