დრო:02:50:31თარიღი:კვირა 05 სექტემბერი 2010

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
43 81 81
43 81 81

საქართველოს კონტროლის პალატა


პრეზენტაციები

2010 წლის 12 აგვისტოდან, სამი თვის განმავლობაში, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები გაეცნობიან დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ თემატურ პრეზენტაციებსა  და  პუბლიკაციებს.

წარმოდგენილ მასალაში ასახულია საქართველოში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პროცესები - არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი რეფორმების საჭიროება. ეს უკანასკნელი მოიცავს შემდეგ თემებს: საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება, საბიუჯეტო ხარჯვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი და სხვ. 

პრეზენტაციების და პუბლიკაციების გეგმა

  • პრეზენტაციები

1. თემა: საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის გაუმჯობესება, მიხეილ კუკავა

თარიღი: 12 აგვისტო, 2010წ.

2. თემა:  საბაჟო და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი, გიორგი ესაკია

თარიღი:  17 აგვისტო  2010 წ,  

3. თემა: საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება, მიხეილ კუკავა

თარიღი: 20 აგვისტო, 2010წ.

4. თემა: საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები, გიორგი ესაკია

თარიღი: 24  აგვისტო, 2010წ.

5. თემა: საბიუჯეტო  ხარჯვის კანონთან შესაბამისობა, მიხეილ კუკავა

თარიღი: 25 აგვისტო,  2010წ

6. თემა: პროგრამული და ინდიკატური ბიუჯეტირება, ხარჯვის რაციონალიზება,  მიხეილ კუკავა

თარიღი: 10 სექტემბერი, 2010წ.

7. თემა:  საქართველოს ექსპორტის არსებული ტენდენციები და მისი ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი რეკომენდაციები, გიორგი ესაკია

თარიღი :  13 სექტემბერი, 2010წ.

8. თემა: საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზი, გიორგი ესაკია

თარიღი:    26 სექტემბერი, 2010წ.

  • პუბლიკაციები

1. თემა: საჯარო ფინანსების რეფორმის საქართველოს ვალდებულებები და მათი შესრულების მდგომარეობა, მიხეილ კუკავა

წარდგენის თარიღი: 24 აგვისტო, 2010წ.

2. თემა:  დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ანალიზი, გიორგი ესაკია

წარდგენის თარიღი: 31 აგვისტო, 2010წ

3. თემა: საქართველოში არსებულ გადამხდელთა მიერ საგადასახადო ვალდებულებათა ნებაყოფლობით შესრულების ანალიზი და მისი გაუმჯობესების რეკომენდაციები, გიორგი ესაკია

წარდგენის თარიღი:  20 სექტემბერი, 2010წ.

4. თემა: საქართველოს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების საჯარო ფინანსების რეფორმის ძირითადი მიმართულებების შედარებითი ჩარჩო, მიხეილ კუკავა

წარდგენის თარიღი: 5 ოქტომბერი, 2010წ.

საბიუჯეტო ხარჯვის კანონთან შესაბამისობა

25 აგვისტო, 2010წ.

მიხეილ კუკავა, პრეზენტაცია

პრეზენტაცია ეხებოდა: 

  1. საბიუჯეტო ხარჯვის კანონთან და საღვაზრთან  შეუსაბამობის იმ შემთხვევებს, რაც პრაქტიკად ტენდენციად ჩამოყალიბდა;
  2. კანონის რაციონალურობას და საბიუჯეტო ხარჯვის პროგნოზირებადობას.

სარეზერვო და სხვა ფონდების მაგალითზე განხილულ იქნა ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზები და გაწეული ხარჯების აღდგენის მექანიზმი. დაისვა ასიგნებების ზღვრული მოცულობების დაცვისა და დაზუსტების და დასაქმებულთა ზღვრული რიცხოვნობის მითითების პრობლემები.

დასმული პრობლემების გადასაწყვეტად პრეზენტაციაში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე გაიმართა დისკუსია.

იხილეთ სრული ვერსია

საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები

24 აგვისტო, 2010წ.

გიორგი ესაკია. პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილია საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვის და ანალიზის პროცესში არსებული პრობლემები. მოყვანილია, მაგალითები სტატისტიკური ინფორმაციის სახით, რომლებიც ასაბუთებს აღნიშნული პრობლემების არსებობას და მათი გამოსწორების აუცილებლობას. წარმოდგენილია დაგეგმვისა და მობილიზების შეფასების სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციები. დასკვნის სახით  წარმოდგენილია შემოსავლების დაგეგმვისა და მობილიზების შესახებ ანგარიშებში შესატანი შეფასების ინდიკატორების კომპლექსი.

იხილეთ სრულ ივერსია

საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება

20 აგვისტო, 2010წ.

მიხეილ კუკავა, პრეზენტაცია.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი  ურთულესი პრობლემაა და განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის სრულყოფისთვის ჩატარებული სერიოზული სამუშაოს მიუხედავად  რჩება უამრავი კითხვა, რომელსაც არსებული კლასიფიკაცია პასუხს ვერ სცემს. რაც არ უნდა მოცულობითი იყოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის სრულყოფის პროცესი, ამგვარი კითხვები მაინც დარჩება, მაგრამ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიზანი კითხვების რაოდენობის მინიმიზება უნდა იყოს.

ამასთან, შინაარსიანი და დეტალიზებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის გარეშე შეუძლებელია დინამიკის შედგენა და ტენდენციების დანახვა და, მაშასადამე, მაკროეკონომიკური ჩარევების დაგეგმვა.

ამდენად, პრეზენტაციაზე სადისკუსიოდ დაისმება ის კითხვები, რასაც არსებული კლასიფიკაციით ვერ გავცემთ პასუხს. პრეზენტაციაზე ასევე მიმოვიხილავთ შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას.

საბიუჯეტო კლასიფიკაციის პრობლემებიდან შევეხებით:

  • საგადასახადო დავალიანების (მათ შორის სანქციების) აღრიცხვას, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა 
  • კვლევისა და განვითარების, ინფრასტრუქტურული ხარჯების და სხვა ფუნქციონალური კოდების შემოღებას.
  • კითხვებს, რომლებსაც არსებული კლასიფიკაცია პასუხს ვერ სცემს.

იხილეთ სრული ვერსია

საბაჟო და საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანალიზი

17 აგვისტო 2010წ.

გიორგი ესაკია.პრეზენტაცია.

წარმოდგენილია 2004-2009 წლებში ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო სისტემებში განხორციელებული  რეფორმების ანალიზი, დასაბუთებულია მისი გატარების აუცილებლობა და განხილულია რეფორმების ძირითადი შედეგები,Mმოყვანილია სტატისტიკური ინფორმაცია რეფორმების განხორციელებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რომელიც ასახავს რეფორმების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს. შემაჯამებელი დასკვნების სახით მოყვანილია რეფორმების შემდგომი განხორციელების ძირითადი მიმართულებები.

იხილეთ სრული ვერსია

საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის გაუმჯობესება

12 აგვისტო 2010წ.

მიხეილ კუკავა. პრეზენტაცია. 

პრეზენტაცია შეეხო საბიუჯეტო ანგარიშგების და დაგეგმვის ყველაზე მწვავე პრობლემებს, კერძოდ:

1. ანგარიშგების მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ბიუჯეტის დეფიციტურობის თუ პროფიციტულობის მიუხედავად: ა.  რატომ უნდა ხდებოდეს შესრულების ანგარიშგება დაზუსტებული და არა კანონით დამტკიცებული გეგმის მიხედვით. ბ. რას აშავებს დღეს პრაქტიკაში არსებული ანგარიშგება.

ჰიპოთეტური მაგალითით განხილულ იქნა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს პირობებში დაზუსტებული გეგმის მიხედვით ანგარიშგების უპირატესობა.

2. ანგარიშგების სხვა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დარიცხვის და საკასო მეთოდის თავსებადობა და სხვადასხვა მეთოდით ანგარიშგების პირობებში დებიტორული დავალიანების, ფიქსირებული აქტივების მოხმარების აღრიცხვა და სხვ.

3. მოკლე და საშუალოვადიანი საბიუჯეტო დაგეგმვის გაუმჯობესებით ხარჯვის პროგნოზირებადობის და რაციონალურობის გაზრდას, მათ შორის დამტკიცებულ/დაზუსტებულ  ბიუჯეტსა და ფაქტობრივ ხარჯვას შორის მკვეთრ შეუსაბამობებს, მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების მოთხოვნებს და სხვ.

შესრულების ანგარიშგების სრულყოფისთვის ხაზგასმით აღინიშნა საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობა, რადგან არის უამრავი საკითხი/პრობლემა, რასაც საჯარო სექტორის არცერთი საერთაშორისო საბუღალტრო თუ აუდიტის სტანდარტი  არ განმარტავს. საუკეთესო პრაქტიკა კი უმნიშვნელოვანეს მაგალითებს გვთავაზობს, რომელთა გააზრებულ გათვალისწინებასაც შეუცვლელი დახმარების გაწევა შეუძლია საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზებაში.

იხილეთ სრული ვერსია

რა არის აუდიტი

საქართველოს კონტროლის პალატა ატარებს ფინანსურ, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტს.

ფინანსური აუდიტი მოიცავს:

  • აუდიტის ობიექტების ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას, რომელიც გულისხმობს ფინანსური ოპერაციების შემოწმებასა და შეფასებას, აგრეთვე ფინანსურ ანგარიშებზე მოსაზრების გამოთქმას;
  • მთლიანობაში მთავრობის ფინანსური ანგარიშვალდებულების შემოწმებას;
  • ფინანსური სისტემებისა და ოპერაციების აუდიტს, კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების ჩათვლით;
  • შიდა აუდიტის ფუნქციებისა და შიდა კონტროლის სისტემის აუდიტს;
  • აუდიტის ობიექტში მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების სისწორისა და სამართლიანობის აუდიტს;
  • აუდიტის პროცესიდან წარმოშობილი იმ საკითხების მოხსენებას, რომლებსაც კონტროლის პალატა საჭიროდ მიიჩნევს.

ფინანსური აუდიტის შედეგად კონტროლის პალატა გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რამდენად სამართლიანად და ზუსტად ასახავს ფინანსური ანგარიშგება ფინანსურ მდგომარეობასა და შედეგს.

შესაბამისობის აუდიტის შედეგად კონტროლის პალატა გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება აუდიტის ობიექტის საქმიანობა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს. მისი მიზანია სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი.

ეფექტიანობის   აუდიტისას აუდიტორი ამოწმებს აუდიტის ობიექტის საქმიანობის ეკონომიურობას, შედეგობრიობასა და მიზანშეწონილობას. აუდიტის მიზანია უზრუნველყოს ინფორმაცია სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქონების მართვასა და რესურსების მოხმარებაზე.

იხ. ვრცლად: რა არის აუდიტი

აუდიტის პროცესის მართვის სისტემა TeamMate