პრეზიდიუმის შემადგენლობა
საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის შემადგენლობა:
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
შოთა თარხნიშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი ლაცაბიძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
დევი ვეფხვაძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი ალასანია – საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
ნატო ზაალიშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
გიორგი ბოტკოველი – საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
ილია გოცირიძე - საქართველოს კონტროლის პალატის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო ჩადუნელი – თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
გიორგი ჯერენაშვილი – საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
პრეზიდიუმის შესახებ
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
საქართველოს კანონი
მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი და მისი უფლებამოსილება
1.კონტროლის პალატაში იქმნება კონტროლის პალატის პრეზიდიუმი, რომელშიც თანამდებობრივად შედიან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმის დანარჩენ წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2.კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სხდომას იწვევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან პრეზიდიუმის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.
3. კონტროლის პალატის პრეზიდიუმს თავმჯდომარეობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
გაეცანით „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონს. აქ განსაზღვრულია კონტროლის პალატის მიზნები და მოქმედების სფერო, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი და სხვ.
გარდა ამისა, იხილეთ საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტი და შინაგანაწესი.
გაეცანით საქართველოს კანონს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, რომელიც შეეხება კონტროლის პალატის აქტების გასაჩივრებასა და დავების განმხილველ საბჭოს. კერძოდ, კონტროლის პალატის აუდიტის აქტის, ცნობის ან/და ანგარიშის (დასკვნის) გასაჩივრებას, კონტროლის პალატის დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობას, ზოგად დებულებებს და ა.შ.

