შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისი
2009 წელს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა. ამავე წლის 16-17 სექტემბერს შედგა საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შვედეთში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
შეხვედრისას გაღრმავდა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ურთიერთობები და ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის საფუძველზე დადგინდა საქართველოს კონტროლის პალატის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნები.
წინა პარტნიორული ურთიერთობების შედეგად ორივე მხარემ, რომლის წარმომადგენლები იყვნენ შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი იან ლანდალი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია თანამშრომლობის ზოგადი მიზნები, დადგინდა მომავალი პარტნიორული საქმიანობის სტრუქტურა.
ზემოხსენებული პროექტის განხორციელების ოფიციალური ვადაა 2010 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე პერიოდი და მოიცავს ფინანსური აუდიტის პრაქტიკაში დანერგვას, ასევე, სხვა მრავალ მნიშნელოვან საკითხს.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლა შვედეთის აუდიტორულ ოფისში 03.09.2010
God Morgon,
Good Morning to everybody present here and those who are listening to us from Uppsala, Karlstad and Jonshoping.
I would like to thank the Auditors Generals for the opportunity given to me and my colleagues to stand in front of you today and to be part of the so called all staff Friday meeting. It is a great honor for me to be in the institution of such traditions, experience and professionalism as the Swedish National Audit Office is.
As you know, in March of the current year the Chamber of Control of Georgia and Swedish National Audit Office signed the Memorandum of Understanding, the content of which is quite wide and covers the fields of Financial Audit, Internal and External communications, IT strategy, Management and Performance Audit.
This Memorandum was preceded by close partnership relations between our institutions that included contributions from many colleagues from both sides. I would also like to highlight the special part that was played by Mr. Kameran Khudur and Mr. Anders who allowed these relations to grow further and developed into real partnership.
I would like to extend my special gratitude to those Swedish colleagues who have been directly involved in the support activities and greet them once again.
Georgia is the country of deep traditions and great experience that stands today in front of many challenges and new perspectives. It has chosen the road of reforms and we have achieved substantial results in democratization and economic sphere that made us the leader among many countries of post-Soviet Union and Caucasus region.
Therefore, it is important for the Chamber of Control not to stay behind these processes and to develop into the modern and professional institution with the ability to ensure the legality and effectiveness of usage of state funds and to assist in improving the management of public finances.
In these efforts, the support of the Swedish colleagues is crucial and is appreciated by us very much.
One of the most important things for us is your goodwill that is based on respectful and friendly approach. I hope that our cooperation will be successful, and that those who will be evaluating the expenses incurred during the support process will not have doubts and will find our partnership valuable and purposeful.
Once again, thank you all for your support and I wish all the best and success in your activities.
Thank you
დაგეგმილი მომავალი საქმიანობა 2010 წლისთვის საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის საერთო პროექტის ფარგლებში
1-3.09.2010 მენეჯმენტის შეხვედრა სტოკჰოლმში, შვედეთი
6-7.09.2010 სემინარი „ფინანსური აუდიტი“, თბილისი, საქართველო
14-17.09.2010 სემინარი „ფინანსური აუდიტი“, თბილისი, საქართველო
27-30.09.2010 სემინარი „შიდა და გარე კომუნიკაციები“, თბილისი, საქართველო
4-8.10.2010 სემინარი „ეფექტიანობის აუდიტი“, თბილისი, საქართველო
11-12.2010 სემინარი „საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სტრატეგია“
სემინარი თემაზე: „ფინანსური აუდიტის პროცესის რეპორტინგის ფაზა“
29 ივნისი - 2 ივლისი, 2010 წ.
„საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში კონტროლის პალატაში გაიმართა სემინარი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთათვის აუდიტის პროცესისა და სახელმძღვანელოს მესამე საფეხურის განხილვა და შემოწმება, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული 4 საპილოტო აუდიტის დასკვნების მიმოხილვა და ცოდნის გაზიარების სისტემის განვითარება, ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მომავალი ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: ლარს ნორდსტრანდი - დირექტორ-აუდიტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ანნა ლაგერკვისტი - დირექტორ-აუდიტორი;
კარინ უფფლანდერ ეკმანი - დირექტორ-აუდიტორი;
კამერან კუდური - დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტი.
სემინარი თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტი“
3-7 მაისი, 2010 წ.
თანამშრომლობის მემორანდუმის დაწყებიდან, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი განაგრძობს სკპ-ის მხარდაჭრას - ეფექტიანობის აუდიტის საერთო წარმოდგენისა და მისი მიმართულებების განვითარებას. აღნიშნული სემინარის მიზანი იყო 4 პრობლემის ამოცნობა და სამუშაო გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყება. შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: რუთგერ ბანეფელთი – მეორე აუდიტორული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გორან არნელი – საერთაშორისო სამდივნოს მთავარი აუდიტორი; ისაკ რეიჩელი – მეორე აუდიტორული დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი; კამერან ხუდური – დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტი.
დადგინდა სემინარის "ეფექტიანობის აუდიტის" სამუშაო გეგმა. სემინარები გაიმართება 2010 წლის შემოდგომასა და 2011 წლის გაზაფხულზე.
სემინარი თემაზე: „ფინანსური აუდიტი: საპილოტე აუდიტის განხორციელება“
12-15 აპრილი, 2010წ.
სემინარის ძირითადი მიზანი იყო კონტროლის პალატის შესაძლებლობისა და საჭირო კვალიფიკაციის განვითარება. რათა დაგეგმოს, განახორციელოს და ანგარიში წარადგინოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ოთხი საპილოტე აუდიტის დაგეგმვის ფაზა აღნიშნული პრინციპების და მეთოდოლოგიების მიხედვით, რაც შემდგომში იქნება გაანალიზებული და შეფასებული შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენლების მიერ.
სემინარი თემაზე: „ შიდა და გარე კომუნიკაციები“
22-25 მარტი, 2010წ.
შეთანხმებული პროექტის ფარგლებში შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მთავარი თემა იყო დაგეგმილი და რეალურად არსებული მდგომარეობის შედარებ,ა შიდა და გარე კომუნიკაციები დაინტერესებულ მხარეებთან.
საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
23 მარტი, 2010წ.
წინა პარტნიორული ურთიერთობების შედეგად ორივე მხარემ, რომლის წარმომადგენლები იყვნენ შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი იან ლანდალი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც აღინიშნა თანამშრომლობის ზოგადი მიზნები და დადგინდა მომავალი პარტნიორული საქმიანობის სტრუქტურა.
ზემოხსენებული პროექტის ხანგრძლივობის ვადა არის 2010 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე და მოიცავს ფინანსური აუდიტის პრაქტიკაში დანერგვას და ასევე სხვა მრავალ მნიშნელოვან საკითხს.
საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლობის ფორმირების მიზანი იყო დახმარების გაწევა საქართველოს კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებაში, რომელიც შექმნილი იყო ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საფუძველზე. ურთიერთობების ძირითადი მიზანია დახმარება გაეწიოს კონტროლის პალატას გრძელვადიანი გეგმებით განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და განხორციელებაში.

