დრო:09:21:04თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


სემინარები და კონფერენციები

სემინარი თემაზე: „სახელმწიფო საწარმოების აუდიტი“

12 სექტემბერი - 7 ოქტომბერი, 2011 წ.

2011 წლის 12 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ინდოეთში გაიმართა ICISA-ს (International Center for Information Technologies and Audit) მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე: „სახელმწიფო საწარმოების აუდიტი“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს კონტროლის პალატის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი სოფიკო ლაცაბიძე.

იხ. ვრცლად:შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი საერთაშორისო კორპორაციული და დიპლომატიური პროტოკოლის შესახებ“

16 – 17 მაისი,2011წ.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპული პროტოკოლის სკოლა (Europrotocol) ინიციატივით ჩატარდა სემინარი თემაზე: „საერთაშორისო კორპორაციული და დიპლომატიური პროტოკოლი“. 

 სემინარში მონაწილეობდნენ: ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, უმაღლესი სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს კონტროლის პალატის ექსპერტიზის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო კეკელიძე.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

ტრენინგი ლონდონში (გაერთიანებული სამეფო) - „ეფექტიანობის მართვა; რისკების მართვა; შიდა აუდიტი“

21-25 თებერვალი, 2011

2011 წლის 21 – 25 თებერვალს ლონდონში (გაერთიანებული სამეფო) გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მართვის ეფექტიანობა; რისკების მართვა; შიდა აუდიტი“. ტრენინგში მონაწილეობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორები - გიორგი კეკელიშვილი (თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი) და თამარ ბროლაძე (საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტი). ტრენინგის ორგანიზატორი მხარე იყო ორგანიზაცია PAi (Public Administration International). 

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

კონფერენცია ბელგიაში

 25 – 26 ოქტომბერი, 2010

 ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა IAS-ის რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „შიდა აუდიტი, გარე აუდიტი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბელგიის, კანადის, საფრანგეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს წარმომადგენლები. საქართველოს კონტროლის პალატიდან კონფერენციას ესწრებოდა ნინო ქურიძე, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ - ზედამხედველი. 

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი ინდოეთში (11 სექტემბერი - 9 ოქტომბერი, 2010 წ.)

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ICISA-ს (International Center for Information Technologies and Audit) ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: ეფექტიანობის აუდიტი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი პოლონეთში (17-18 ივნისი, 2010 წ.)

2010 წლის 17-18 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე: „სახელმწიფო ბიუჯეტის სტრატეგიული დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესი”. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ლევან ალაფიშვილი და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი მარიკა ნაცვლიშვილი.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

სემინარი ქ. ვარშავაში (10-11 ივნისი, 2010 წ.)

10-11 ივნისი, 2010 წ. - ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები. სემინარი მიეძღვნა ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტის ინიციატივით გამართულ TWINNING-ის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

საერთაშორისო კონფერენცია ქ. მაიამიში (17–21 მაისი, 2010)

საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელთა ჯგუფმა, რომელსაც პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა მიიღო 2010 წლის 17–21 მაისს, აშშ–ის ქ. მაიამიში გამართულ საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო კონსორციუმის 24–ე საერთაშორისო კონფერენციაში.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

კონფერენცია გერმანიაში (29 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2009)

29 ნოემბერი – 4 დეკემბერი, 2009 – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ქ. ჰესენში (გერმანია) გამართულ ადგილობრივი ბიუჯეტების აუდიტის კონფერენციის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

იხ. ვრცლად შესაბამისი ინფორმაცია

კონფერენცია დიდ ბრიტანეთში (14-30 ოქტომბერი, 2009)

14-30 ოქტომბერი, 2009 – საქართველოს კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჯერენაშვილმა მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის ეროვნულ აუდიტოული ოფისის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა

საერთაშორისო კონფერენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში (18–22 მაისი, 2009)

აშშ-ის ქ. მაიამიში (ფლორიდის შტატი) 2009 წლის 18–22 მაისს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ქვეყნის პერსპექტივები გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს". კონფერენციაში მონაწილეობდნენ 38 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის წევრები.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია