შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისი
2009 წელს საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა. ამავე წლის 16-17 სექტემბერს შედგა საქართველოს კონტროლის პალატის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შვედეთში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი.
შეხვედრისას გაღრმავდა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ურთიერთობები და ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის საფუძველზე დადგინდა საქართველოს კონტროლის პალატის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნები.
წინა პარტნიორული ურთიერთობების შედეგად ორივე მხარემ, რომლის წარმომადგენლები იყვნენ შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი იან ლანდალი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია თანამშრომლობის ზოგადი მიზნები, დადგინდა მომავალი პარტნიორული საქმიანობის სტრუქტურა.
ზემოხსენებული პროექტის განხორციელების ოფიციალური ვადაა 2010 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე პერიოდი და მოიცავს ფინანსური აუდიტის პრაქტიკაში დანერგვას, ასევე, სხვა მრავალ მნიშნელოვან საკითხს.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
23 მარტი, 2010წ.
წინა პარტნიორული ურთიერთობების შედეგად ორივე მხარემ, რომლის წარმომადგენლები იყვნენ შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტორი იან ლანდალი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელშიც აღინიშნა თანამშრომლობის ზოგადი მიზნები და დადგინდა მომავალი პარტნიორული საქმიანობის სტრუქტურა.
ზემოხსენებული პროექტი უნდა განხორციელდეს 2010 წლის მარტიდან 2012 წლის დეკემბრამდე და მოიცავს ფინანსური აუდიტის პრაქტიკაში დანერგვას და ასევე, სხვა მრავალ მნიშნელოვან საკითხს.
საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის აუდიტორული ორგანიზაციის თანამშრომლობის ფორმირების მიზანი იყო დახმარების გაწევა საქართველოს კონტროლის პალატის 2009-2011 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებაში. აღნიშნული გეგმა შემუშავებულ იქნა ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საფუძველზე. ურთიერთობების ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს კონტროლის პალატას გრძელვადიანი გეგმებით განსაზღვრული მიზნების მიღწევასა და განხორციელებაში.
სემინარები და კონფერენციები
სემინარი თემაზე: "საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავება"
24 – 26 იანვარი, 2011 წ.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართული სემინარი მიეძღვნა საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ორგანიზატორი მხარე იყო შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისი.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: დევი ვეფხვაძე - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ბეჟანიშვილი - თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აუდიტორი და თათია ბროლაძე - საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორი.
იხილეთ: სრული ვერსია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლა შვედეთის აუდიტორულ ოფისში
2010 წლის 3 სექტემბერი.
შვედეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, სკპ–ის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა შვედი კოლეგების წინაშე ოფიციალური გამოსვლისას ისაუბრა ორ ინსტიტუტს შორის არსებული თანამეგობრობის დიდი მნიშვნელობის შესახებ. გამოსვლა პირდაპირი ეთერით გავიდა შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის რეგიონალურ ოფისებში ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
იხილეთ: სრული ვერსია
სემინარი თემაზე: „ფინანსური აუდიტის პროცესის რეპორტინგის ფაზა“
29 ივნისი - 2 ივლისი, 2010 წ.
„საქართველოს კონტროლის პალატისა და შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის ინსტიტუციური განვითარების თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში კონტროლის პალატაში გაიმართა სემინარი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთათვის აუდიტის პროცესისა და სახელმძღვანელოს მესამე საფეხურის განხილვა და შემოწმება, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული 4 საპილოტო აუდიტის დასკვნების მიმოხილვა და ცოდნის გაზიარების სისტემის განვითარება, ასევე, მხარეები შეთანხმდნენ მომავალი ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: ლარს ნორდსტრანდი - დირექტორ-აუდიტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ანნა ლაგერკვისტი - დირექტორ-აუდიტორი;
კარინ უფფლანდერ ეკმანი - დირექტორ-აუდიტორი;
კამერან კუდური - დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტი.
სემინარი თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტი“
3-7 მაისი, 2010 წ.
თანამშრომლობის მემორანდუმის დაწყებიდან, შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი განაგრძობს საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭრას - ეფექტიანობის აუდიტის საერთო წარმოდგენისა და მისი მიმართულებების განვითარებას. აღნიშნული სემინარის მიზანი იყო 4 პრობლემის ამოცნობა და სამუშაო გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყება. შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: რუთგერ ბანეფელთი – მეორე აუდიტორული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გორან არნელი – საერთაშორისო სამდივნოს მთავარი აუდიტორი; ისაკ რეიჩელი – მეორე აუდიტორული დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი; კამერან ხუდური – დირექტორის მოადგილე, საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტი.
დადგინდა სემინარის "ეფექტიანობის აუდიტის" სამუშაო გეგმა. სემინარები გაიმართება 2010 წლის შემოდგომასა და 2011 წლის გაზაფხულზე.
სემინარი თემაზე: „ფინანსური აუდიტი: საპილოტე აუდიტის განხორციელება“
12-15 აპრილი, 2010წ.
სემინარის ძირითადი მიზანი იყო კონტროლის პალატის შესაძლებლობისა და საჭირო კვალიფიკაციის განვითარება. რათა დაგეგმოს, განახორციელოს და ანგარიში წარადგინოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ოთხი საპილოტო აუდიტის დაგეგმვის ფაზა აღნიშნული პრინციპებისა და მეთოდოლოგიების მიხედვით, რაც შემდგომში გაანალიზდება და შეფასდება შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის წარმომადგენლების მიერ.
სემინარი თემაზე: „ შიდა და გარე კომუნიკაციები“
22-25 მარტი, 2010წ.
შეთანხმებული პროექტის ფარგლებში შვედეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის მთავარი თემა იყო დაგეგმილი და რეალურად არსებული მდგომარეობის შედარებ,ა შიდა და გარე კომუნიკაციები დაინტერესებულ მხარეებთან.

