დრო:09:15:42თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)

 გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს მხარდაჭერას უწევს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, იურიდიული სისტემების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საქმეში. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის პროექტი (იანვარი, 2009წ. - დეკემბერი, 2010წ.), რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს კონტროლის პალატას აღმოუჩინოს დახმარება სახელმწიფო ფინანსების გამოყენების კონტროლისას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტის მეთოდოლოგიის განვითარებაში.

პროექტის საქმიანობა 2009-2010 წლებში

  • გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასა (GTZ) და საქართველოს კონტროლის პალატას (CCG) შორის შემდგომი თანამშრომლობის მემორანდუმი
  • 24 აგვისტო, 2009 წ.

მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასა (GTZ) და საქართველოს კონტროლის პალატას (CCG) შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება.

ზემოხსენებული პროექტი, რომელიც მოიცავს რეალურ მაგალითებსა და შედეგებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს კონტროლის პალატას დახმარებას აღმოუჩენს შემდეგ სფეროებში:

  • · "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისობა INTOSAI-ს სტანდარტებთან;
  • · ადგილობრივი თვითმმართველობების აუდიტი;
  • · ინფრასტრუქტურული პროექტების აუდიტი;
  • · ქართველი აუდიტორების სტაჟირება და პროფესიული ტრენინგი გერმანიაში;
  • საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორული აქტების შეფასება.

სემინარები და კონფერენციები

სემინარი თემაზე: „ეფექტიანობის აუდიტი“

24 - 26 ივლისი 2010 წ.

2010 წლის 24-26 ივლისს, ორგანიზაცია GTZ–მ (გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ) საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის ქ. ბათუმში გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ეფექტიანობის კვლევა საბიუჯეტო ორგანიზაციებში - სამართლებრივი საფუძვლები, საპილოტო აუდიტის მომზადება“.

შეხვედრას უძღვებოდა ბრემენის საანგარიშო პალატის წარმომადგენელი იენს გუზე.

სემინარი თემაზე: ,,ეფექტიანობის აუდიტი”

12 - 13 მაისი, 2010წ.

ბრემენის სააღრიცხვო პალატის წარმომადგენელმა იენს გუზემ ჩაატარა სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების მეთოდიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიღებული ცოდნა და გამოცდილების გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლის პალატისთვის, რომელიც ამჟამად ეფექტიანობის აუდიტის დანერგვაზე მუშაობს.

სემინარი თემაზე: “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მონიტორინგი გერმანიაში - შედარებითი აუდიტის პრაქტიკა”

30 მარტი 2010 წ.

საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში საქართველოს კონტროლის პალატის მხარდაჭერის მიზნით, გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) ექსპერტმა იურგენ ლეჰმბერგმა აღნიშნული შეხვედრის დროს წარმოადგინა გერმანიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებისთვის ჩატარებული აუდიტის გამოცდილებაზე დაფუძნებული სახელმძღვანელო.

სემინარი თემაზე: "საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის წლიური ანგარიშის შეფასება"

4 მარტი 2010 წ.

გერმანელმა აუდიტორულმა ექსპერტმა ლოთჰარ სფიელჰოფმა საქართველოს კონტროლის პალატის 2008 წლის წლიური ანგარიშისა და აუდიტის დოკუმენტების საფუძველზე გააკეთა აუდიტის საერთო ანალიზი. გერმანულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, მან ჩამოაყალიბა და წარმოადგინა წინადადებები დამოწმებისა და აუდიტის დოკუმენტაციის გაუმჯობესების მიმართულებით.

სემინარი თემაზე: აუდიტის პროცესები და მისი შესაბამისობა INTOSAI–ს სტანდარტებთან"

22 იანვარი, 2010 წ.

გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის ექსპერტმა ბატონმა პელსერმა შეხვედრის დროს განიხილა ეფექტიანობის აუდიტის ტიპები. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" კანონის ანალიზი და აუდიტის პროცესების შესაბამისობა INTOSAI-ის სტანდარტებთან; შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საკითხთან დაკავშირებით მიღწეული მიზნები.

სემინარი თემაზე: "საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის აქტის შეფასება – დამოწმების გაუმჯობესება"

7-8 ნოემბერი, 2009 წ.

გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) ექსპერტმა (ბრემენის აუდიტორული ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი) ლოთჰარ სფიელჰოფმა გამართა პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინა თავისი შეხედულებები აღნიშნულ თემაზე გერმანულ პრაკტიკაზე, მიდგომებსა და მეთოდებზე დაყრდნობით.