INTOSAI-ს შესახებ
INTOSAI არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაცია,რომელიც უკვე 50 წელზე მეტია ეხმარება წევრ-ორგანიზაციებს ცოდნის გაზიარებაში, სახელმწიფო აუდიტის გაუმჯობესებასა და პროფესიონალური შესაძლებლობების ზრდაში. INTOSAI-ს დევიზი, ”Experientia mutua omnibus prodest” , გულისხმობს,რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არის სახელმწიფო აუდიტის განუწყვეტელი პროგრესის გარანტი.
INTOSAI – ავტონომიური, დამოუკიდებელი და აპოლიტიკური ორგანიზაციაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელსაც სპეციალური საკონსულტაციო როლი აკისრია გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საბჭოსთან(ECOSOC).
INTOSAI დაფუძნდა 1953 წელს კუბაში, კუბის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტის ემილიო ფერნანდეზ კამუსის ინიციატივით. კუბაში ორგანიზაციის პირველ შეხვედრას დაესწრო 34 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის წარმომადგენელი. ამჟამად ორგანიზაციაში შედის 189 სრულფასოვანი უმაღლესი აუდიტორული ორგანო და 4 მოკავშირე წევრი.
სემინარები და კონფერენციები
გარემოსდაცვითი აუდიტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია
7 - 10 ნოემბერი, 2011წ.
2011 წლის 7 – 10 ნოემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართა გარემოსდაცვითი აუდიტებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ორგანიზატორი მხარე - გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი (INTOSAI WGEA).
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები - ACCA Global, INTOSAI DEVELOPMENT INITIATIVE, TRANSPARENCY INTERNATIONAL, UNEP, მსოფლიო ბანკი და 50 ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა კახაბერ სონიშვილი, კონტროლის პალატის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ზედამხედველი აუდიტორი.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის INTOSAI-სა და გაეროს ერთობლივი 21-ე სიმპოზიუმი
13-15 ივლისი. 2011 წ.
2011 წლის 13-15 ივლისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის INTOSAI-სა და გაეროს ერთობლივი 21-ე სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა თემას: „უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის სანიმუშო პრაქტიკა საჯარო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად.“
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდა 67 ქვეყნისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტის 130 წარმომადგენელი, მათ შორის - საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი – ირენა მელუა და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის სამუშაო შეხვედრა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში
3-6 ოქტომბერი. 2010 წ.
უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI-ს) პროფესიული სტანდარტების კომიტეტის შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის მორიგ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ 12 ქვეყნის - ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოსა და უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI-ს) განვითარების ინიციატივის (IDI-ს) წარმომადგენლები. ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს ნორვეგიის ეროვნული აუდიტორული სამსახური. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონტროლის პალატა ქვეკომიტეტის წევრი სწორედ აღნიშნული შეხვედრის გამართვამდე გახდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალასანია.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
INTOSAI-ს გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის მე -13 შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუილინში
7-11 ივნისი. 2010 წ.
საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელი მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუილინში გამართულ გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მე-13 შეხვედრის მუშაობაში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
სემინარი ქ. დელიში
9–20 ნოემბერი. 2009 წ.
ინდოეთის ქ. დელიში გაიმართა სემინარი თემაზე: "პრივატიზაცია და სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა". სემინარს ესწრებოდა საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორ-სტაჟიორი გიორგი კაპანაძე.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
სამუშაო შეხვედრა ქ. პარიზში
28–29 მაისი. 2009 წ.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნატო ზაალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პარიზში (საფრანგეთი) გამართულ INTOSAI-ს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია

