დრო:09:12:25თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


ASOSAI-ს შესახებ

 ASOSAI, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაცია, არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გაერთიანების (INTOSAI) ერთ-ერთი რეგიონალური ჯგუფი.

ASOSAI დაარსდა 1979 წელს და მასში შედიოდა 11 წევრი. ამჟამად ორგანიზაციაში 45 უმაღლესი წევრი-აუდიტორული ორგანოა.

ორგანიზაციის შექმნის იდეა წამოაყენა ფილიპინების უმაღლესი აუდიტორული ორგანოს თავმჯდომარემ, 1977 წელს ლიმაში გამართულ INTOSAI-ს მე-9 ყრილობაზე.

1979 წლის მაისში ორგანიზაციის პირველი ასამბლეა გაიმართა ქალაქ დელიში (ინდოეთი). ასამბლეაზე დამტკიცდა ASOSAI-ს წესდება. 

საქართველოს კონტროლის პალატა და ASOSAI

საქართველოს კონტროლის პალატა 2004 წლიდან არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაციის, ASOSAI-ს წევრი.

სემინარები და კონფერენციები

სემინარი თურქეთის ქალაქ სტამბულში (1-12 ნოემბერი, 2010 წ.)

2010 წლის 1–12 ნოემბერს ქ. სტამბულში (თურქეთი) გამართული სემინარი მიეძღვნა აუდიტს გარემოსდაცვით საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ASOSAI - უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაცია.

სემინარს ესწრებოდნენ აზია - წყნარი ოკეანის რეგიონის 45 ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა კონტროლის პალატის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტი გიორგი კაპანაძე.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია 

ASOSAI-ს XI ასამბლეა და მე-4 სიმპოზიუმი ქ. ისლამაბადში (12–15 ოქტომბერი, 2009წ.)

ASOSAI-ს XI ასამბლეა გაიმართა 2009 წლის 12–15 ოქტომბერს პაკისტანში, ქ. ისლამაბადში. ასამბლეაში 45 წევრი-ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღო 32-მა. დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ INTOSAI-ს გენერალური მდივანი–ავსტრიის აუდიტორული სასამართლოს პრეზიდენტი ჯოზეფ მოზერი და INTOSAI-ს განვითარების ინიციატივის (IDI) წარმომადგენელი ელსე კარინ კრისტენსენი,პროგრამების ხელმძღვანელი. საქართველოს კონტროლის პალატიდან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძე.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა

სემინარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (1-8 სექტემბერი,2009)

2009 წლის 1–8 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესმა აუდიტორულმა ოფისმა CNAO -მ, როგორც ASOSAI-ს წევრმა ორგანიზაციამ, უმასპინძლა სემინარს თემაზე: "სოციალური უსაფრთხოების აუდიტი". სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნული გაერთიანების წევრი-ქვეყნები, მათ შორის საქართველო.

საქართველოს კონტროლის პალატიდან სემინარს ესწრებოდა აუდიტორი გიორგი მელანაშვილი.

იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა