EUROSAI-ს შესახებ
EUROSAI ( უმაღლესი აუდიტორი ორგანიზაციების ევროპული გაერთიანება) არის INTOSAI-ს(უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გაერთიანების) ერთ-ერთი რეგიონალური ჯგუფი.
EUROSAI დაარსდა 1990 წელს და 30 წევრ-ქვეყანას აერთიანებდა. დღეისათვის ორგანიზაციაში 50 წევრი-ქვეყანა შედის.
ორგანიზაციის დაარსების იდეა გაჩნდა 1953 წელს, INTOSAI –ს შექმნისას. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა 1974 წელს INTOSAI-ს მე-7 ყრილობაზე მადრიდში, 1975–1989 წლებში თანხმდებოდა ორგანიზაციის სტრუქტურული პროექტი, ხოლო 1990 წელს გაიმართა პირველი ასამბლეა,სადაც არჩეულ იქნა ორგანიზაციის საბჭო და პრეზიდენტი.
EUROSAI-ს მიზნები განსაზღვრულია ორგანიზაციის წესდების პირველ მუხლში და ითვალისწინებს წევრ უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლის ხელშეწყობას, სახელმწიფო აუდიტის სფეროს განვითარებას და აუდიტის სფეროს ერთიანი ტერმინოლოგიის შემუშავებას.
საქართველოს კონტროლის პალატა და EUROSAI
საქართველოს კონტროლის პალატა 1993 წლიდან არის EUROSAI-ს, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის, წევრი.
იგი წარმოდგენილია EUROSAI-ს გარემოს აუდიტის სამუშაო ჯგუფში.
ქ. კიევში (უკრაინა) ,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ ფარგლებში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა (23-25 ივნისი, 2010 წ.)
უკრაინის საანგარიშო პალატის თაოსნობით პროექტის -,,შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის ერთობლივი, პარალელური აუდიტის“ - ფარგლებში, კიევში, უკრაინის დედაქალაქში, ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა. საქართველოს კონტროლის პალატის მხრიდან აუდიტში მონაწილეობდა აუდიტორთა ჯგუფი. შეხვედრის პარალელურად, 2010 წლის 24-25 ივნისს, გაიმართა ევროპის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების კავშირის (EUROSAI-ს) ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მე-2 შეხვედრა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის სფეროა: ,,სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაცოდ გამოყოფილი სახსრების აუდიტი“.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
სემინარი ქ. კოპენჰაგენში (24-25 მარტი, 2010 წ.)
ქ. კოპენჰაგენში (დანია) EUROSAI WGEA-ს (Working Group on Environmental Audit) ეგიდით გაიმართა სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილების აუდიტი“, რომელიც ორგანიზებული იყო ნორვეგიის აუდიტორული ოფისის მიერ. მასში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის -საქართველოს კონტროლის პალატიდან.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია
სემინარი ქ. ვარშავაში (13-14 იანვარი, 2010)
13-14 იანვარი, 2010 - საქართველოს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული ინტეგრაციის სოციალური პროგრამის ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებული სემინარის მუშაობაში.
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
სემინარი ქ. ვარშავაში (28-29 ოქტომბერი, 2009)
28-29 ოქტომბერი, 2009 - ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე დევი ვეფხვაძის და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩადუნელი.
იხ. ვრცლად:შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა
ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა ბულგარეთში (6-8 ოქტომბერი, 2009)
ევროპის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების კავშირის (EUROSAI) ფარგლებში შექმნილია გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფი (EUROSAI WEGA), რომელიც ამ ეტაპზე ნორვეგიის უმაღლესი აუდიტორული ოფისის ხელმძღვანელობით საქმიანობს.
2009 წლის 6-8 ოქტომბერს EUROSAI WEGA-ს თავმჯდომარისა და ბულგარეთის უმაღლესი აუდიტორული ოფისის მასპინძლობით ქ. სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა EUROSAI WEGA-ს მე-7 ყოველწლიური შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს კონტროლის პალატიდან ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა მათიაშვილი და აუდიტორი მაია მუჯირიშვილი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრის პარალელურად 2009 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბიოუსაფრთხოების აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით".
იხ. ვრცლად: შესაბამისი ინფორმაცია და ფოტომასალა

