დრო:09:11:32თარიღი: 18 2012

ენობრივი ვერსია:

ცხელი ხაზი:
2438 181
2438 181

საქართველოს კონტროლის პალატა


დონორები

საჯარო სექტორის ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის (PSFMR-SP) მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო ტექნიკური და ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო მართველობისთვის. პროექტის ძირითადი დონორები არიან მსოფლიო ბანკი და პარტნიორების გაერთიანებული ჯგუფი: შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ნიდერლანების განვითარების თანამშომლობის სამინისტრო (Koninkrijk der Nederlanden), და ბრიტანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი (DFID).

პროექტის განხორციელების საწყისი პერიოდი იყო 2006 წლის თებერვლიდან 2010 წლის მარტამდე. შემდგომი  ფინანსური გეგმების შედეგად პროექტის ვადა განახლდა 2012 წლის მარტამდე.

მომდევნო ქვე-პროექტის (PAOPFM) ძირითადი მიზანია საქართველოს კონტროლის პალატის ინსტიტუციური  შესაძლებლობების განვითარება იმ მიზნით რომ მას შეეძლოს უფრო ეფექტიანად და პროდუქტიულად განახორციელოს სახელმწიფო რესურსების მართვა. პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტი 1 783 816 აშშ დოლარი გადაეცა საქართველოს კონტროლის პალატას და მოხმარდა შემდეგი საკითხების დაფინანსებას:

  • სკპ-ის ადამიანური რესურსების შესაძლებლობის განვითარებას, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროგრამებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას;
  • სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას რომელიც კონტაქტების დამყარების საშუალებას იძლეოდა განვითარებული ქვეყნების უმაღლეს ამაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებთან;
  • სკპ-ის თანამშრომლების სწავლებას ACCA კურსებზე (კოლექტივის 40 წევრი);
  • მატერიალურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავდა ახალ ავეჯის და პორტატულ კომპიუტერების შეძენას. 

მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულება და საჯარო ფინანსების მართვა. მისი პრიორიტეტებია:

  • შესაძლებლობათა  განვითარება რომელიც  შეიცავს ცოდნის გაცვლას განვითარებული ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებთან და აუდიტორების ტრენინგს;
  • პროფესიული პრაქტიკის დანერგვის მხარდაჭერა რომელიც შეიცავს აუდიტის კომპიუტერული პროგრამების განხორციელებას
  • საგარეო ურთიერთობების შესაძლებლობის გაძლიერება რომელიც შეიცავს საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების გაუმჯობესებას, ბუკლეტების გამოქვეყნებასა და ვებ-გვერდის გაუმჯობესებას.